- სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირი
- 1. თუ სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის ან ჩატარების დროს დადგება სტაციონარული მეთვალყურეობის საჭიროება, მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს სასამართლო ბრძანების ან განჩინების (დადგენილების) საფუძველზე უფლება აქვთ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი მოათავსონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. 2. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის შეიძლება აგრეთვე მოათავსონ პირი, რომლის ფსიქიკური მდგომარეობაც გამორიცხავს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემასა და ბრალდების წაყენებას, თუმცა არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ მან ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება.Source: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
Georgian encyclopedia. 2013.